პროექტი



1. პროექტის სახელწოდება:ბრტყელი ფიგურების ფართობი.
2 .პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2წინადადებით;სხვადასხვა ფორმის მქონე ბრტყელი ფიგურების ფართობის გაზომვა პრაქტიკულად.
3. პროექტის აქტუალობა:აქტუალურია, რამდენადაც წარმოდგენას ვუქმნით მოსწავლეს ფართობზე, აღვწერთ ფართობის იმ ძირითად თვისებებს როგორც მრავალკუთხედის, ასევე ზოგადი ფიგურის შემთხვევაში, რომელიც ფართობის გაზომვის პროცესს, ფართობის რიცხვით გამოსახვას უდევს საფუძვლად. აქტუალურია ფართობის  თვისებების გაცნობა და ამ თვისებების გამოყენებით ფართობის ფორმულის მიღება. აქტუალურია რამდენადაც შესაძლებელია პრაქტიკულად სხვადასხვა სახის ფიგურის ფართობის გაზომვა.
4. პროექტის მიზნები:ფართობის ცნების შინაარსის გაგება მოსწავლეთა მიერ და ფართობის შესახებ ცოდნის გამოყენება, ასევე ამ ცოდნის გამოყენება პრაქტიკული სამუშაოს შესრულებისას. შესწავლა იმისა, რომ ტოლ ფიგურებს ტოლი ფართობები აქვს, ყოველ ფიგურას ერთი გარკვეული ფართობი აქვს. თუ ფიგურა დაყოფილია რამდენიმე მარტივ ფიგურად, მაშინ მოცემული ფიგურის ფართობი მისი ნაწილების ფართობების ჯამის ტოლია.
5.მონაწილეთა ასაკი:13-14წელი.
6.ვადები/ხანგრძლივობა:2 კვირა.
7.მოსალოდნელი შედეგები /პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:თითოეული მოსწავლე შეძლებს შექმნას სხვადასხვა სახის ფიგურები, როგორც განსხვავებული, ასევე წინასწარ განსაზღვრული ფართობის მქონე ფიგურა.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:სახელმძღვანელო, სიბრტყითი ფიგურები, სახაზავი, ფურცლები, მაკრატელი, ეკრანი, პროექტორი, კომპიუტერი, დაფა, ცარცი.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):პროექტის მსვლელობისათვის მოსწავლეებს ურიგდებათ სხვადასხვა სახის ბრტყელი ფიგურები, ფურცლები, საჭირო იარაღები ფართობის ზომების გასაგებად დაგამოსაჭრელად. მოსწავლეები ახდენენ გაზომვებს და პრაქტიკულად აკეთებენ (ამზადებენ) როგორც ტოლი, ასევე სხვადასხვა ფართობის მქონე ფიგურებს. ეკრანზე აკვირდებიან მოცემულ თემაზე შექმნილ სლაიდებს.
10.საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:შესაძლებელია ფართობის შესახებ ცოდნის გამოყენება სხვა დისციპლინებში ფიზიკაში,გეოგრაფიაში. ისტორიაში,სახვით დაგამოყენებით ხელოვნებაში.                                                                                              
11.პროექტის ხელმძღვანელი( მასწავლებელი): ნელი კვინიკაძე
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:nelikvinikadze47@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:nelikvinikadze.blogspot.com

No comments:

Post a Comment